არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის გთავაზობთ ვირტუალურ გამოფენას „საერთაშორისო არქივები“.
ექსპონატებს შორისაა ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის შესახებ საზღვარგარეთის არქივებში ინახება და ეროვნული არქივის მასალები, რომლებიც მას საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიასთან ასახავს.
არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.
ეროვნული არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც არქივების საერთაშორისო საბჭოსთან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების არქივებთან. თანამშრომლობის შედეგად საარქივო უწყებებს შორის დოკუმენტების ასლების გაცვლა მიმდინარეობს, რითაც, ერთი მხრივ, მდიდრდება საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდი და, მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება ეროვნულ არქივში დაცული მასალები.