November 548
ge

Transcription of Audio Records

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ფონოგანყოფილებაში ინახება 20 000-მდე შესანახი ერთეული აუდიო ჩანაწერი. მათი ასაკი 100 წელზე მეტია. საცავებში თავმოყრილია, როგორც სტუდიური, ასევე სამოყვარულო ჩანაწერები, სხვადასხვა დროს გაოცემული ფირფიტები, ექსპედიების დროს ჩაწერილი ხალხური შემოქმედების ნიმუშები, აუდიო კასეტები და კომპაქტ დისკები.

არქივში დაცული აუდიო ჩანაწერები ფორმატი მრავალფეროვანია, ისინი განსხვავდებიან როგორც მატარებლის ტიპით, ასევე სიჩქარით და ხმოვანებით. ძირითადი მასა არის 6მმ-იან მაგნიტურ ფირზე (მონო და სტერეოფონული), რომელიც ძირითადი პროფესიონალური და სამოყვარულო სტანდარტი იყო. ამ ტიპის ფირზე ხდებოდა რამდენიმე სიჩქარეზე ჩაწერა (4,5 / 9 / 19 / 38 / 76 მმ.წმ-ში). არის მე-20 საუკუნის განმავლობაში გამოშვებული გრამფირფიტები, ესენიც იყოფა ტიპების და სიჩქარების მიხედვით (33 / 45 / 78 ბრუნი-წუთში).

საქართველოს ეროვნული არქივის აუდიო ლაბორატორიაში წლებია მიმდინარეობს ხმოვანი ჩანაწერის დიგიტალიზაციის პროცესი. აუდიო ჩანაწერების დიგიტალიზაცია დაკავშირებული ორი თაობის ტექნოლოგიებთან, - ძველი სისტემის მაგნიტოფონებთან და ფირსაკრავებთან და თანამედროვე, ციფრულ აუდიო მოწყობილობებთან.

არიქივის აუდიო ლაბოტარორია აღჭურვილია ყველა ადრეული სტანდარტის აუდიო ტექნიკით, ესენია 6მმ-იანი აუდიო ფირის TESLA-ს და  STM-ის ფირმის სტუდიური მაგნიტოფონები (19/38 სიჩქარის, მონო/სტერეო), რომლებიც სპეციალურადა მორგებულია ძველ ჩანაწერებს, როგორც გამომავალი სიგნალის ხარისხით (1000Hz-0dB 100% =1.5v; Frequency Response 20-20000Hz; Noise Ratio -68dB), ასევე ფირის გაწევის მექანიზმით. 4,5 / 9 და 19 სიჩქარის საყოფაცხოვრებო აუდიო მაგნიტოფონები, თანამედროვე ფირსაკრავები, აუდიო კასეტის დეკები, Minidisk ამძრავი.

კომპიუტერული ვერსიის მისაღებად ვიყენებთ M-Audio და Behringer-ის ფირმის ტექნიკას, რომელთა ტექნიკური მახასიათებლები სრულ თანხმობაშია საერეთაშრისო სტანდარტებთან.

 

ფონოდოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად:

  1. ფონოდოკუმენტის (ორიგინალის) მომზადება, რაც მოიცავს დოკუმენტის ფიზიკური მდგომარეობის ექსპერტიზას;
  2. ფონოდოკუმენტის გადახვევა (ფირის შემთხვევაში) მისი განიავების და დაჭიმულობის შეფასების მიზნით;
  3. ფონოჩანაწერის მშრალი წესით გაწმენდა, შეწებებების, რაკორდების განახლება და სხვა სახის ფიზიკური ხარვეზის გასწორება;
  4. ფონოდოკუმენტის დიგიტალიზაცია;
  5. ელექტრონული ვერსიების ფაილების სახელების გადარქმევა, ყველა ტექნიკური პარამეტრის მინიშნებით;
  6. ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია, მათი შნაარსის და კატალოგიზაციის კუთხით.

 

დიგიტალიზაციის პროცესს აწარმოებს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი ციფრული ტექნოლოგიების განყოფილების მაღალი კავალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პერსონალი.

ქვემოთ მოყვანილია ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაციის სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები.

 

ნებისმიერი აუდიო ჩანაწერის დიგიტალიზაცია ხდება შემდეგი სტანდარტით

MONO (Dual Chanel), 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed. (მონო ჩანაწერი)
STEREO L/R, 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed. (სტერეო ჩანაწერი)