- ჟანრი: მხატვრული
- შინაარსი: სესილ სატარიანოს ბრწყინვალე დებიუტი კინორეჟისურაში მოგვითხრობს ფრენკ პიზანის მიერ განსახიერებული ვუაიერის ისტორიას. პიზანი მთავარი პერსონაჟის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაკუთრებული ოსტატობით გადმოსცემს. სოციალურად ჩაკეტილი ახალგაზრდა კაცის მისებური ინტერპრეტაცია მაყურებელს მაშინვე იტაცებს. ფილმს ახლავს მუსიკალური აკომპანიმენტი, დიალოგები არ გვხვდება. ეს, ერთი შეხედვით, ნაკლოვანება მხოლოდ აძლიერებს ფილმის ატმოსფეროს. ფილმი ლონდონში გამართულ საერთაშორისო სამოყვარულო კონკურსზე ათ საუკეთესოს შორის მოხვდა და 1970-იანი წლების დასაწყისში პირველი Super 8 ფორმატის ფილმი იყო, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო. 1971 წელს ფილმი ასევე დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო ნამუშევარი „West of England“-ის პირველ კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების კატეგორიაში. ტონი როუზი სესილ სატარიანოს 1973 წელს გამოცემული წიგნის წინასიტყვაობაში წერს: „თითქოს სატარიანო მთელი ცხოვრება ელოდა ამ ფილმის გადაღებას და თავს ვალდებულად თვლიდა, მასში მთელი თავისი ცოდნა ჩაედო. მან მართლაც ბევრი რამ იცოდა და შედეგად მივიღეთ საოცარი ვირტუოზული ნამუშევარი...“
- წელი: 1970
- ქვეყანა: მალტა
- თარიღი: 30 ოქტომბერი, 15:30
-
ჩვენება 30.10.2026 -
რეჟისორი სესილ სატარიანო
სეანსები
- პარასკევი - 30 ოქტომბერი