თებერვალი 548
en

თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი - 2026

 

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს განაცხადების მიღებას თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. კინოინსტიტუციებს შეუძლიათ წარადგინონ საარქივო ფილმები, რომლებიც ასახავს უწყვეტ დიალოგს ისტორიას, მის შენარჩუნებასა და ტექნოლოგიურ ცვლილებებს შორის.

 

ფესტივალი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველოს 0160

 

2026 წლის ფესტივალის თემა - აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში

 

ფესტივალის თემა ასახავს, თუ როგორ ხდება არქივებში კინომეხსიერების შენარჩუნება, აღდგენა და ხელახლა გააზრება ციფრული ტრანსფორმაციის, რესტავრაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც თანამედროვე ეპოქაში ახალ სიცოცხლეს სძენს ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე ფილმებს.

ფესტივალზე საჩვენებლად შესაძლებელია წარდგენილი იყოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული საარქივო კინოფილმები.

თითოეული პროგრამის ქრონომეტრაჟია 1 საათი.

ფესტივალში მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ ჩვენებამდე გამართონ პრეზენტაციები (მაქსიმუმ 15 წუთი) საარქივო კოლექციების, დიგიტალიზაცია/რესტავრაციის პროექტების, სხვა საფესტივალო თემატიკის შესახებ.

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა და მასალა (რაც მოთხოვნილია განაცხადის ფორმაში) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან მატერიალური ფორმით (HDD, BlyRay, Flash Drive) მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.

განაცხადისა და მასალის გამოგზავნის ბოლო ვადა - 2026 წლის 1 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფესტივალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან დარეკეთ ნომრებზე:

(+995) 577340576 გიორგი კაკაბაძე – ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი;

(+995) 577340570 სოფიო ჯობავა – საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.