ნოემბერი 548
en

ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაცია

ფოტოგრაფიამ ორი საუკუნის განმავლობაში ბევრი ტექნიკური ცვლილება განიცადა. იცვლებოდა ტექნიკური საშუალებები, ფორმატები, გადასაღები მასალები. შესაბამისად, არსებობს ფოტოალბომები, ქაღალდზე ნაბეჭდი ფოტოგრაფიები, ე.წ. ფოტოანაბეჭდები, ასევე სხვადასხვა ზომის მინის ნეგატივები, რამდენიმე ზომის ფოტოფირი, სტერესკოპული მინის ნეგატივები, ფერადი სლაიდები და სხვა, რა თქმა უნდა,  თანამედროვე ციფრული ფოტოგრაფიებიც. სამწუხაროდ, გამოსახულების ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ფორმატი დროთა განმავლობაში ზიანდება და იშლება. ტენიანობა, ტემპერატურის და შუქის ცვალებადობა, მტვერი, სტიქიური მოვლენები და თუნდაც უბრალოდ ხშირი შეხება ორიგინალ მასალას გამუდმებით აზიანებს. ამიტომ   21-ე   საუკუნეში ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაცია საარქივო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდა. ის იძლევა ფოტოდოკუმენტის ხანგრძლივი ვადით შენარჩუნების  საშუალებას.

მოცემულ ეტაპზე დასკანერდა ისეთი ფოტოკოლექციები, როგორებიცაა:

  • გიორგი და ნიკო ნიკოლაძეების ფოტოკოლექცია;
  • ემიგრანტ ვანო ქიქოძის მიერ გადაღებული სლაიდები ტაო-კლარჯეთის შესახებ;
  • მოქალაქე... თულაშვილის მიერ გადმოცემული მასალა ძველი თბილისის შესახებ;
  • აკადემიკოს გიორგი წერეთლის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა;
  • ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფოტომასალა;
  • ფოტოგრაფ ნიკოლოზ საღარაძის მიერ გადაღებული ფოტომასალა;
  • ფოტოგრაფ როინაშვილის მიერ გადაღებული ფოტომასალა;
  • მიმდინარეობს ვინოგრადოვ-ნიკიტინის ფოტოკოლექციის დასკანერება და არქივში დაცული ებრაელთა მუზეუმის კუთვნილი დოკუმენტების სკანირება;

სულ დასკანერებულია დაახლოებით 34 000 ფოტოდოკუმენტი.

 

დიგიტალიზაციის პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად:


ფოტოდოკუმენტების ინვენტარიზაცია და ინდექსირება
ყველა ფოტოდოკუმენტი აღრიცხება და ინდექსირდება შესაბამისი წესით, რაც მათი სრული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;
   
ფოტოდოკუმენტის მომზადება 
მოიცავს დოკუმენტის ფიზიკური მდგომარეობის ექსპერტიზას და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიულ დამუშავებას;
   
სკანირება
ფოტოდოკუმენტის (ორიგინალის) სკანირება; 
   

რედაქტირება
ფერთა კორექციის თუ სხვა ტიპის რედაქტირებით ფოტოს დამუშავება;

 
 
კატალოგიზაცია
ელექტრონული ფოტოდოკუმენტების ანოტირება, სისტემატიზაცია და ორიგინალთან ერთად ელექტრონული კატალოგის სახით მფლობელისათვის მიწოდება.

 

ქვემოთ მოყვანილია ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაციის სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები.

ფოტოდოკუმენტი (ორიგინალი) ელექტრონული ფორმატი
ფოტოანაბეჭდი 300-1200dpi (ანაბეჭდის ზომის მიხედვით), 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB)
მინის ნეგატივი 600-1600dpi (მინის ზომის მიხედვით), 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB)
60მმ-იანი ფირი 2400dpi, 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB)
35მმ-იანი ფირი 3200dpi, 16bit colour depth, TIFF uncompressed (90-130MB)