ნოემბერი 548
en

ფესტივალის შესახებ

 

საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით 2022 წელს დაარსდა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწიურად გაიმართება.

 

ფესტივალის მიზანია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ საბიბლიოთეკო კოლექციებში დაცული საარქივო ფილმების ქართველი მაყურებლისათვის წარდგენა.

 

2022 წლის 5-8 ოქტომბერს დაგეგმილი ფესტივალის თემაა პირველი საარქივო ფილმები. მასში საქართველოსა და საზღვარგარეთის 12 ქვეყნის 13 დაწესებულება მონაწილეობს.

 

ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება.

 

ფესტივალი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1/ პეკინის გამზ. #40, თბილისი, საქართველო 0160).

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფესტივალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე TIAFF@archives.gov.ge