ნოემბერი 548
en

საქართველოს პირველი რესპუბლიკა - საგანმანათლებლო პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

2014/2015 - 2016/2017 სასწავლო წლებში გამართულმა პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში, თავდაპირველად პროექტში მხოლოდ თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ, რასაც 2016-2017 წლებში დაემატა რუსთავის, მცხეთის, გორის, კასპისა და დუშეთის სკოლები. 2017-2018 სასწავლო წელს ეროვნულმა არქივმა გადაწყვიტა, რომ პროექტმა მოიცვას მთელი საქართველოს სკოლები.

პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ შემდეგ ეტაპებად დაიყო: 1) განათლების სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით გავრცელდა ინფორმაცია სკოლებში პროექტის შესახებ. ამავდროულად ინფორმაცია განაცხადების მიღებისა და საკონკურსო პირობების შესახებ დაიდო ეროვნული არქივის საიტზე; 2) განსაზღვრულ ვადაში პროექტში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა შეავსეს სპეციალური ანკეტები და გააგზავნეს მითითებულ ელ-ფოსტაზე; 3) დარეგისტრირებულ სკოლებს 2018 წლის 10 მარტამდე ელექტრონულად გაეგზავნებათ ვიქტორინისათვის მოსამზადებელი ლიტერატურა და ვიქტორინის დებულება; 4) ვიქტორინის ნახევარფინალური ეტაპი რა? სად? როდის? თამაშის პრინციპით ერთდროულად ჩატარდება  ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ამ ეტაპზე გამოვლინდება ფინალში მონაწილე, საქართველოს მასშტაბით 50 ყველაზე მაღალქულიანი სკოლა; 5) ფინალური ეტაპი ჩატარდება თბილისში. გამოვლინდება სამი გამარჯვებული სკოლა და გაიცემა სპეციალური პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

ვიქტორინა გაიმართება სკოლების მიერ  წარმოდგენილ გუნდებს შორის გამართული შეჯიბრის ფორმით. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ, კაპიტნების ჩათვლით, ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდები. გუნდებს სურვილისამებრ აქვთ უფლება ჰყავდეთ ერთი სათადარიგო მოთამაშე, რაც შევსებულ ანკეტაში წინასწარ უნდა იყოს მითითებული.   ღონისძიებას დაესწრებიან და შეაფასებენ ჟიურის წარმომადგენლები. ჟიურის მიერ ქულების შეჯამების პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე. ვიქტორინის გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი ....).

ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და სიგელებით.

პროექტის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო  2017 წლის დეკემბერში,  ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გამართა 2018 წლის 4 ივნისს. 

 ვადები:

  • პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება -  2017 წლის დეკემბერი - 2018 წლის იანვარი (დასრულებულია);
  • სკოლების რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ანკეტების შევსება და მითითებულ მისამართზე გადმოგზავნა:   2018 წლის  25 თებერვლამდე (დასრულებულია);
  • ეროვნული არქივის თანამშრომლების მიერ პროექტში მონაწილე სკოლებში დასამუშავებელი ლიტერატურისა და სათამაშო დებულების გადაგზავნა:   2018 წლის 26 თებერვლიდან 10 მარტამდე (დასრულებულია);
  • ნახევარფინალური ტურნირის ჩატარება  -    2018 წლის 26 აპრილი (დასრულებულია);
  • ფინალური ტურნირის ჩატარება -  2018 წლის 4 ივნისი; (დასრულებულია)
  • დაჯილდოება  -   2018  წლის 4 ივნისი. (დასრულებულია)

ნახევარფინალის შედეგები: 

ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 26 აპრილს ერთდროულად გაიმართა. მასში მონაწილეობისათვის 374 საჯარო და კერძო სკოლა იყო რეგისტრირებული და თამაშზე 328 გუნდი გამოცხადდა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო.

პროექტის დასკვნით ნაწილში 73 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ითამაშებს. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” უძღვება.

იხილეთ ნახევარფინალის შედეგები.

ფინალური თამაში: 

ფინალურ თამაშში 70 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილზე ქარელის #2 საჯარო სკოლა, მესამეზე კი - თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა გავიდა.  

პრიზიორები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებმა - მიშელ რამიშვილმა  და ტიერი ბერიშვილმა დაასაჩუქრეს.

პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. პირველ საპრიზო ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებით, მეორე ადგილზე გასულები - პლანშეტებით, ხოლო მესამე პრიზიორები - ყურსასმენებითა და წიგნის მაღაზიის 50-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ეროვნული არქივთან ერთად, პროექტის გამარჯვებულთათვის პრიზები დაწესებული ჰქონდათ: იუსტიციის სამინისტრის სსიპ დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“. პროექტის მხარდამჭერი იყო, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სპეციალური პრიზები გადაეცათ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის სკოლას, ასევე, თბილისის #203 საჯარო სკოლას.

იხილეთ ფინალის შედეგები

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ:  (0322) 372803  საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება  

მობ: 598 50 97 45  დიმიტრი სილაქაძე

მობ.: 571 775 774    ნინო ბადაშვილი

dsilakadze@archives.gov.ge      nbadashvili@archives.gov.ge;   

 

იხილეთ მასალა, რომლის საფუძველზეც მომზადდება კითხვები ვიქტორინისთვის: 

1. ალექსანდრე ბენდიანიშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ (1918-1921) -  თავები: 346;

2. „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, თბილისი, 2015; 

3. დიმიტრი სილაქაძე,  „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“;

4.   პირველი რესპუბლიკის ბლოგი:   http://pirvelirespublika.blogspot.com/