ნოემბერი 548
en

სტუდენტური სამეცნიერო პროექტი 2019-2020 წწ.

ახალი კორონავირუსის (COVID - 19) პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველოს ეროვნული არქივის სტუდენტური სამეცნიერო პროექტის „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევის“ ვადები შეიცვალა.  ამ ეტაპზე პროექტის მონაწილე სტუდენტები კვლევაზე მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ. 

ნაშრომების პრეზენტაციის თარიღს გაცნობებთ დამატებით. 

 

 

 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა

პროექტის მნიშვნელობა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია და ის კულტურულ-პოლიტიკური  მემკვიდრეობა, რომელიც იმ პერიოდიდან შემოგვრჩა, მხოლოდ ნაწილობრივ არის შესწავლილი.

საქართველოს უახლესი ისტორიის გასააზრებლად აუცილებელია 1918-1921 წლების საქართველოს ბევრი უცნობი ან ნაკლებად ცნობილი მოვლენის კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება.

აღნიშნული პერიოდის კვლევის პროცესში მნიშვნელოვანია იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურთ მომავალში კვლევის სფეროდ გაიხადონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. აუცილებელი ამ ახალგაზრდებმა, თავიდანვე სწორად დაიწყონ მუშაობა და საკუთარი ნაშრომები შექმნან საარქივო პირველწყაროებზე დაყრდნობით, რაც მკვლევარისთვის ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალა.

ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა და მათთვის პირველწყაროების ძებნისა და კვლევისთვის აუცილებელი უნარის გამომუშავება, ძიებისას სწორი მიმართულების მითითება, ამიტომ  ეს პროექტი უკვე  მესამე წელია ხორციელდება. წინა წლებში კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთი კვლევის მიმართულებით საჭირო საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე.  

 

კონკურსის მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ:

·        წყაროების მოძიება და დამუშავება.

·        უშუალოდ დედნებთან მუშაობა.

·        მოძიებული და დამუშავებული მასალის მიხედვით საკვლევი თემის აგება.

·        საკვლევი თემატიკის ანალიზი და დასკვნების გაკეთება.

 

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

·        ინფორმაციის გავრცელება კონკურსის შესახებ და კონკურსის გამოცხადება

·        შემოტანილი საბუთების გადარჩევა

·        გამარჯვებულის გამოვლენა სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ნაშრომისა და საპროექტო წინადადებების საფუძველზე.

·        შერჩეულ სტუდენტებთან ორთვიანი მუშაობა ეროვნული არქივის მასალებზე

·        სტუდენტების დასრულებული ნაშრომების წარმოდგენა საგანგებო პრეზენტაციისა და სტატიის სახით

·        ნაშრომებისა და პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სლაიდშოუს გამოქვეყნება ელექტრონული ან ბეჭდური სახით

 

შენიშვნები:

                  გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური ჟიური

                  ჟიური დაკომპლექტდება არქივის თანამშრომლებისა და პირველი რესპუბლიკის ისტორიის მკვლევართაგან.

                  შერჩეული სტუდენტების რაოდენობა - 3

                  წამახალისებელი ჯილდო 

 

მონაწილეობის პირობები:

  • პროექტში მონაწილეობისთვის ვიწვევთ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის მოქმედ სტუდენტებს.
  • მონაწილეობის მსურველ წარადგნს საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: კვლევის თემატიკა და მისი მნიშვნელობა, მასზე მუშაობის საჭიროება თუ აუცილებლობა; აპლიკანტის მიერ დაწერილი სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე.

შენიშვნები:

 არ არის აუცილებელი ეს სტატია იყოს გამოქვეყნებული ან სადმე წარდგენილი, მთავარია ჰქონდეს აკადემიურ ნაშრომის სახე.

 ეს შეიძლება იყოს სტატია, რომელზე მუშაობის გაგრძელებასაც ფიქრობს აპლიკანტი პროექტის განმავლობაში.

პროექტის ვადები:

კონკურსის გამოცხადება - 2019 წლის 15 ნოემბერი

აპლიკაციების მიღების დასასრული - 2019 წლის 15 დეკემბერი

გამარჯვებულების გამოვლენა - 2019 წლის 23  დეკემბერი

კვლევის ვადები - 2020 წლის 13 იანვარი  - 17 მარტი 

ნაშრომის პრეზენტაცია - 2020 წლის 25-30 მარტი

საკონტაქტო ინფორმაცია: 

პროექტის კოორდინატორი დიმიტრი სილაქაძე

ელ. ფოსტა: dsilakadze@archives.gov.ge

მობ.: 598 509745