ნოემბერი 548
en

მკვლევართა დარბაზი

მკვლევართა დარბაზები მუშაობს შემდეგი წესების დაცვით: 

  • მკვლევართა დარბაზში დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელსაც წერილობითი განცხადების საფუძველზე აქვს მკვლევართა დარბაზში მუშაობის ნებართვა;
  • პირი დარბაზში დაიშვება როგორც პირადაპირი ვიზიტით, ასევე წინასწარი დაჯავშნის წესით (განსაზღვრულია 5 (ხუთი) ადგილი).
  • მკვლევართა დარბაზში ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს - https://www.archival-services.gov.ge/reservation/
  • თუ პირი დარბაზში არ გამოცხადდება ჯავშანში მითითებული დროიდან 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი ავტომატურად უქმდება.

მკვლევართა დარბაზების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში ხუთი სამუშაო დღით - ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით,  09:30  საათიდან 17:00 საათამდე, გარდა დასვენების (შაბათ-კვირა) და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დედანს ან მის ელექტრონულ ასლს (შემდგომში - დოკუმენტი) მკვლევართა დარბაზში დაშვებული პირი გაეცნობა წერილობითი მიმართვის საფუძველზე ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით. ნებართვის მოქმედების ვადა სამი თვეა. ამ ვადის განმავლობაში მიმართვა რეგისტრირებულია რეესტრში. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ნებართვა გაიცემა  ახალი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს:

  • სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო ან სასწავლო ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი, სამუშაო თემა და მისი ქრონოლოგიური ჩარჩოები. მიმართვა აგრეთვე უნდა შეიცავდეს მკვლევრის სამუშაო ან სასწავლო მიზნიდან გამომდინარე დოკუმენტებთან დაშვების დასაბუთებას.
  • წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • სამუშაო თემის შეცვლის შემთხვევაში დაშვებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ახალი წერილობითი მიმართვა.

მკვლევართა დარბაზში  დაშვება ხდება წერილობითი მიმართვიდან  (მათ შორის ელ. ფოსტით -  readingroom@archives.gov.ge) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

წერილობითი მიმართვის ნიმუში:  ქართულიEnglish Русский  

მკვლევართა დარბაზებში საარქივო მომსახურების ვადები და საფასური რეგულირდება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით (ქართულიEnglish,  Русский). 

მკვლევართა დარბაზებში  დაშვება  და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის წესი  რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით.