ნოემბერი 548
en

პავილიონი

დამთვალიერებელთა საყურადღებოდ!

 

 

რეკომენდაციები საგამოფენო პავილიონის ვიზიტორებისთვის: 

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ვიზიტორმა უნდა დაიცვას შემდეგი რეკომენდაციები:

• პავილიონში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;

• პავილიონში შესვლისას ვიზიტორმა უნდა ისარგებლოს დეზობარიერითა და შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო ხსნარით;

• პავილიონში ვიზიტორი დაიშვება მხოლოდ პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით;

• პავილიონში ერთდოულად დაიშვება არაუმეტეს ათი ვიზიტორი; 

• დაავადების სიმპტომების მქონე პირი პავილიონში არ დაიშვება;

• ეროვნული არქივის თანამშრომლები განახორციელებენ რეკომენდაციების დაცვის კონტროლს.

  

 

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა 2016 წლის 21 ივლისს გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის პირველ სართულზე განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, ხოლო ანტრესოლზე - მედიათეკა, წიგნების მაღაზია და კაფე. მედიათეკაში ისარგებლებთ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაზე ქართული და უცხოენოვანი წიგნებით, ასევე კომპიუტერებითა და ინტერნეტით.

მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული ეროვნული არქივის გამოცემული წიგნები და მრავალფეროვანი პროდუქცია.

საგამოფენო დარბაზში ძირითადად წარმოდგენილია ექსპოზიციები, რომლებიც დამთვალიერებელს აცნობს ეროვნულ არქივში დაცულ საგანძურს. გამოფენებთან ერთად საგამოფენო პავილიონში იმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები და გამოცემების პრეზენტაციები.

გამოფენათა დათვალიერება, ისევე, როგორც მედიათეკით სარგებლობა უფასოა. 

 

პავილიონის დაქირავება

ეროვნული არქივის პავილიონის დაქირავება შესაძლებელია გამოფენების, წიგნების პრეზენტაციებისა თუ სხვა ღონისძიებებისათვის. 

საფასური: 1 საათი - 100 ლარი

                   1 დღე - 600 ლარი

 

პავილიონის სამუშაო დრო

სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, ოფიციალური სამუშაო დღეების გარდა:

აპრილი - ოქტომბერი: 

10:00-20:00 სთ. 

ნოემბერი - მარტი

11:00 - 19:00 სთ.