ნოემბერი 548
en

ცნობა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ

  • საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია:

    • 1818-1935 წწ. საქართველოში დაბადებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.)საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
    • 1818-1935 წწ. საქართველოში გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
    • 1818 - 1935 წწ. საქართველოში დაქორწინებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.) საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
    • 1921-1935 წწ. საქართველოში განქორწინებულ მოქალაქეთა და უმაღლესი სასამართლოს მიერ 1939-1970 წწ. გაუქმებულ ქორწინებთა სააქტო ჩანაწერები;
    • 1871-1921 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაული სინაგოგების მეტრიკული წიგნები ებრაელ მოქალაქეთა განქორწინების შესახებ.

  • დაბადების რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი.

    გარდაცვალების რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი.

    ქორწინების  რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი.

    განქორწინების  რეგისტრაციის  შესახებ  ცნობის   მიღება:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 10 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში  - 15 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში  - 20 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში  - 25 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს  - 30 ლარი.

  • აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ პირადობის მოწმობის აღებაში, მემკვიდრეობის მიღებაში, გვარის გენეალოგიის დადგენასა და დაზუსტებაში.

  • არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობა;
    • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
    • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

    აღნიშნული ცნობების მიღება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმშიც, ამისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/9/service/272 

მოგვწერეთ შეკითხვა