- ჟანრი: დოკუმენტური, სამოყვარულო
- შინაარსი: „მალტის მოგონებები“ ლეონარდ უილიამ ფრედერიკ ბრაუნის (1913-2005) მიერ შექმნილი სამოყვარულო ფილმია. მიდლსექსში დაბადებული რევიზორი 1958 წელს ოჯახთან ერთად მალტაში გააგზავნეს. აქ ყოფნისას ბრაუნი მალტის სამოყვარულო კინოწრის წევრი იყო, რამაც ის შთააგონა, შეექმნა ფილმი სახელწოდებით „მალტის მოგონებები“. გადაღებები მალტის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ფილმი საბოლოო სახით გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნების შემდეგ შეიქმნა, სადაც ბრაუნმა გადაწყვიტა, საკუთარი სტანდარტული 8 მმ-იანი ფილმისთვის კომენტარები და მუსიკა ცალკე დაემატებინა. დღეს, როგორც ფილმი, ისე აუდიოფირები გაციფრულებულია, რათა ერთობლივად მოხდეს მათი ჩვენება. ფილმი, ციფრულ ფოტოებთან ერთად, მალტის ეროვნულ არქივს ლეონარდ უილიამ ფრედერიკ ბრაუნის ოჯახმა გადასცა. „მალტის მოგონებები“ ასახავს მალტის დამოუკიდებლობის (1964) ზღურბლზე, თანაც გარეშე პირის თვალთახედვით, რომელიც ამავდროულად კოლონიური ქვეყნის სამსახურშია. ფილმში იკვეთება კომპლექსური საკითხები, როგორიცაა კუნძული, როგორც ციხესიმაგრე და ამავდროულად დასუსტებული იმპერიის კოლონია.
- წელი: 1962
- ქვეყანა: მალტა
- თარიღი: 22 ოქტომბერი, 18:00
-
ჩვენება 22.10.2025 -
რეჟისორი ლეონარდ უილიამ ფრედერიკ ბრაუნი

სეანსები
- ოთხშაბათი - 22 ოქტომბერი