სექტემბერი 548₾
en

"VISUS", "PRIVÁT TÖRTÉNELEM / PRIVATE HISTORY ", უნგრეთის ეროვნული კინოინსტიტუტი

  • ჟანრი: 1. მხატვრული; 2.დოკუმენტური
  • შინაარსი: პროგრამა აერთიანებს ორ პიონერულ უნგრულ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლებიც ფესტივალის თემას ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი პერსპექტივებიდან ეხმიანება. მაშინ როდესაც „პირადი ისტორია“ (Private History) იკვლევს, თუ როგორ ინახავს და აღადგენს წარსულს საარქივო გამოსახულებები, „ვიზუსი“ (Visus) თავად ხედვის, გადაღებისა და ვიზუალური ინფორმაციის ინტერპრეტაციის მექანიზმებს იკვლევს. მეორე მსოფლიო ომამდე გადაღებული, მოყვარულთა საოჯახო კინოქრონიკის მასალაზე აგებული „პირადი ისტორია“, ასახავს ოჯახებს თამაშისას - დღესასწაულებზე, ზეიმებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი თავადაც ვერ აცნობიერებენ, როგორ ეწინააღმდეგება მათ ყოფით სიმშვიდეს ისტორიის მოახლოებული კატასტროფა. პეტერ ტიმარის მიერ ფონოგრამის ორიგინალურმა რეკონსტრუქციამ, რომელიც ტუჩების მოძრაობის წაკითხვასა და ეპოქის წარმოსახვით ხმებზეა დაფუძნებული, ეს მდუმარე საარქივო მასალა კვლავ გააცოცხლა და ფილმი „found-footage“ (ხელის კამერით გადაღებული) კინოს ადრეულ მნიშვნელოვან ნიმუშად აქცია. „ვიზუსი“, რომელიც ექსპერიმენტული „ბელა ბალაშის სტუდიის“ ფარგლებში შეიქმნა, ყურადღებას თავად აღქმაზე – ანატომიაზე, სინათლეზე, კონტურსა და რეზონანსზე – ამახვილებს და არა მეცნიერული, არამედ პოეტური გზით აღგვაქმევინებს ნანახს. ერთად აღებული, ფილმები ქმნის დიალოგს არქივსა და ხედვა შორის. „პირადი ისტორია“ სვამს კითხვას, თუ როგორ გადარჩება გამოსახულება და როგორ იძენს ახალ მნიშვნელობას რესტავრაციისა და ხელახალი ინტერპრეტაციის გზით, მაშინ როდესაც „ვიზუსი“ თავად იმ პროცესებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელთა მეშვეობითაც გამოსახულებები იქმნება და აღიქმება. ამ ორი ფილმის ერთობლიობა კინოს წარმოაჩენს არა მხოლოდ მეხსიერების საცავად, არამედ აქტიურ ტექნოლოგიურ მედიად, რომელიც მუდმივად ქმნის, ინახავს და ხელახლა წარმოსახავს ჩვენს ურთიერთობას წარსულთან.
  • წელი: 1976
  • ქვეყანა: უნგრეთი
  • თარიღი: 28 ოქტომბერი, 19:20
  • პრემიერა
    ჩვენება 28.10.2026
  • რეჟისორი
    რეჟისორი 1.PÉTER TÍMÁR; 2.GÁBOR BÓDY.
"VISUS", "PRIVÁT TÖRTÉNELEM / PRIVATE HISTORY ", უნგრეთის ეროვნული კინოინსტიტუტი

სეანსები

  • ოთხშაბათი - 28 ოქტომბერი