- ჟანრი: დოკუმენტური
- შინაარსი: მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული საარქივო სააგენტო მიერ წარმოდგენილი კინოპროგრამა შედგება ოთხი არამხატვრული(non-fiction) ნამუშევრისგან, რომლებიც მოლდოვის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგელობაში ყოფნის პერიოდში „მოლდოვა-ფილმის“ სტუდიაში შეიქმნა. ფილმებიდან თითოეულს ემჩნევა ვლად იოვიცას (1935-1983), როგორც სცენარისტისა და რეჟისორის, კვალი. ის აღიარებულია მოლდოვური კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად. “The Well”(1966) მოლდოვურ სოფელში ჭის თხრის პროცესს ასახავს, რომელიც ტრადიციული მეთოდებითა და ხელსაწყოებით ხორციელდება. “Stone, More Stone” (1966) ასახავს საბჭოთა მოლდოვაში ქვის საბადოში მუშაობის ყოველდღიურობას. რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმ დროის ოფიციალური სოციალური ცხოვრების სურათისგან. სწორედ ამ მიზეზით ფილმის გამოსვლა შეყოვნდა და ფართო აუდიტორიისთვის მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს გახდა ხელმისაწვდომი. “The Dance of Our Autumns”(1983) ფოკუსირებულია მუსიკალურ ტრადიციებსა და ხალხურ ცეკვაზე, ხოლო “On Holidays”(1968) აღბეჭდავს ერთ-ერთ ადგილობრივ ზამთრის ტრადიციას - “Malanca’’. როგორც მის ყველა შემოქმედებით საქმეში, კინოშიც, ვლად იოვიცა გამორჩეული კინემატოგრაფიული მანერით აერთიანებს თანმიმდევრულ ნარატივსა და სიღრმისეულ დეტალებს, რომლებიც ხშირად ღრმად დრამატულ ფონზეა გაშლილი.
- წელი: 1966
- ქვეყანა: მოლდოვა
- თარიღი: 24 ოქტომბერი, 15:15
-
ჩვენება 24.10.2025 -
რეჟისორი ვლად იოვიცა

სეანსები
- პარასკევი - 24 ოქტომბერი