სექტემბერი 548₾
en

ვასილ ამაშუკელის საღამო ქუთაისის თეატრში, სტუმრად თბილისის ფუნიკულიორზე, "აჭარის მუზეუმის" ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ჟანრი: დოკუმენტური
  • შინაარსი: პირველი ფილმი ასახავს გამოჩენილი ქართველი კინოოპერატორისა და პირველი ქართული დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმის – „აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში“ (1912) – ავტორის, ვასილ ამაშუკელის საზეიმო შეხვედრა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. ეს ღონისძიება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს 1974 წელს კინოხელოვანისთვის სახალხო არტისტის წოდების მინიჭებას. მეორე ფილმში წარმოდგენილია ცნობილი კინოდრამატურგი და კინოს ისტორიკოსი კარლო გოგოძე, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ვასილ ამაშუკელის შემოქმედების კვლევასა და საერთაშორისო აღიარებაში. ამ მხრივ საარქივო და ისტორიული ღირებულებისაა კარლო გოგოძისა და კინოს ისტორიკოსის ჟორჟ სადულის პირადი მიმოწერა. უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წელს ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა, ამდენად ახალი საარქივო მასალების გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მეორე ფილმი სამოყვარულო-ოჯახური კინოქრონიკის კატეგორიისა, თუმცა 1960-იანი წლების დასაწყისის უნიკალურ კადრებს შეიცავს.
  • წელი: 1963
  • ქვეყანა: საქართველო
  • თარიღი: 30 ოქტომბერი, 15:00
  • პრემიერა
    ჩვენება 30.10.2026
  • რეჟისორი
    რეჟისორი
ვასილ ამაშუკელის საღამო ქუთაისის თეატრში, სტუმრად თბილისის ფუნიკულიორზე, "აჭარის მუზეუმის" ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

სეანსები

  • პარასკევი - 30 ოქტომბერი