ნოემბერი 548
en

I საერთაშორისო კონფერენცია - 2016

საქართველოს ეროვნული არქივის პირველი საერთაშორისო კონფერენცია არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა – ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“ 2016 წლის 1-3 სექტემბერს გაიმართა.

ღონისძიებაში 42 ქართველი და უცხოელი მომხსენებელი მონაწილეობდა.

საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნების მიზანი იყო კონფერენციის მიმართულებით სამეცნიერო საკითხების ირგვლივ არსებული სიახლეების თავმოყრა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების კომუნიკაცის ხელშეწყობა და საარქივო საქმესთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება, საარქივო სივრცეში წყაროთმცოდნეობისა და სიძველეთმცოდნეობის საკითხების განხილვა, ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებული სიახლეების გაზიარება, სამეცნიერო ინოვაციების შემოტანა.