სექტემბერი 548₾
en

XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2026

XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

ღონისძიება 2026 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, საქართველოს ეროვნული არქივში გაიმართება. 

საიუბილეო თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იცვლება კონფერენციის ფორმატი - მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სპეციალისტები, რომლებიც კონფერენციის ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს განსაზღვრავენ. ამ თვალსაზრისით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა როგორც ისტორიულ მოვლენებს, ისე ამ მოვლენებთან დაკავშირებულ კონტექსტს.

 

კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:

 

☑️ ქრისტიანობის გავრცელება და სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება სამხრეთ კავკასიაში;

☑️ პარალელური მოვლენები რომის იმპერიასა და სასანიანთა იმპერიაში;

☑️ მსოფლიოში გავრცელებული ნარატივები ამა თუ იმ ქვეყნის მოქცევის შესახებ;

☑️ განმანათლებლები (ქრისტიანობის გამავრცელებლები) და მათი მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყანაში;

☑️ ქრისტიანობის, როგორც წიგნიერი სარწმუნოების გავრცელება (ანბანი, მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარება, სკრიპტორიუმები);

☑️ მონასტიციზმის ჩამოყალიბება და განვითარება;

☑️ ქართული ეკლესიის ორგანიზაციისა და მისი ტრანსფორმაციის ისტორია;

☑️ ლიტურგიკა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა;

☑️ წმინდანები და დღესასწაულები;

☑️ ქრისტიანობა და შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია;

☑️ ქრისტიანული ხელოვნება და კულტურა;

☑️ ქრისტიანობის გააზრება გვიან შუასაუკუნეებში;

☑️ მოდერნული ეპოქა და ქრისტიანობა.

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა ⬇️