ნოემბერი 548
en

II საერთაშორისო კონფერენცია - 2017

საქართველოს ეროვნული არქივის II საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ 2017 წლის 25-27 ოქტომბერს გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა  საქართველოს, პოლონეთის, ლიტვის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ინდონეზიის არქივების, სამეცნიერო-კვლევითი  დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების 100-ზე მეტი  წარმომადგენელი.

ღონისძიება მიზნად  ისახავდა კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საკითხთა შესახებ სიახლეების თავმოყრას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების კომუნიკაციასა და საარქივო საქმეებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას. 

იხილეთ კონფერენციის კრებული: https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/erovnuli-arkivis-saertashoriso-konferentsiis-krebuli-2018-1