ნოემბერი 548
en

ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) თხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას

„ვსთხოვ საზოგადოების მმართველობას უმორჩილესად, დააკმაყოფილოს ეს ჩემი თხოვნა და გამომიგზავნოს ხუთი ეკზემპლარი „ბუნების კარი“ და თხუთმეტი „დედა-ენა“, - ამტნისხევის სკოლის მასწავლებლის, ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) თხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სკოლისათვის ქართული წიგნების გაგზავნის თაობაზე. 9 ოქტომბერი, 1882 წელი.

ვაჟა-ფშაველამ პედაგოგიური მოღვაწეობა 21 წლის ასაკში, გორის საოსტატო სემინარიის დამთავრებისთანავე, 1882 წელს ამტნისხევის (დღევანდელი ღულელები) სკოლაში დაიწყო, სადაც 1 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

„ჩემდამი რწმუნებული სკოლა, რომელშიაც იმყოფება ოცდაათამდე ყმაწვილი და ათამდე ქალი, ექვემდებარება კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგინებელ საზოგადოებას. რადგანაც იგი საზოგადოება გულ-გრილად უცქერის დედა ენაზედ სწავლის მსვლელობას, ამიტომ არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას და არცა გზავნის სახელმძღვანელო წიგნებს სამშობლო ენაზედ... ვსთხოვ საზოგადოების მმართველობას უმორჩილესად, დააკმაყოფილოს ეს ჩემი თხოვნა და გამომიგზავნოს ხუთი ეკზემპლარი „ბუნების კარი“ და თხუთმეტი „დედა-ენა“.


5 ოქტომბერი იუნესკომ 1994 წელს მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.