ნოემბერი 548
en

საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • ეროვნული არქივის საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია:

ა) ეროვნული არქივის ურთიერთობების კოორდინაცია საერთაშორისო, საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო პროფესიულ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) ეროვნული არქივის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
გ) ეროვნული არქივის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან/და შესრულების კოორდინაცია;
დ) წინადადებების მომზადება ეროვნული არქივის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ე) ეროვნულ არქივში უცხო ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციათა ვიზიტებისა და უცხოელ მკვლევართა მუშაობის ორგანიზება;
ვ) ეროვნული არქივის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაცია, საერთაშორისო პროფესიული ორგანოების მუშაობის, სამეცნიერო და სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის კოორდინაცია.

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება ეროვნული არქივის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე:

ა) საზოგადოების ინფორმირება ეროვნული არქივის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის დამყარება, ჟურნალისტებისათვის დახმარების გაწევა პროფილური ინფორმაციის მოგროვებაში, მისი სიზუსტისა და სანდოობის განსაზღვრაში;
გ) ინფორმაციის (მათ შორის პრესრელიზების) მომზადება და გავრცელება ეროვნული  საარქივო ფონდის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების, აგრეთვე, ეროვნული არქივის საქმიანობის საკითხებზე;
დ) ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების - ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების - ადგილობრივი არქივების მასობრივი ინფორმაციის  საშუალებებთან თანამშრომლობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;
ე) საქართველოს ეროვნული არქივის ოფიციალური სოციალური გვერდების შექმნა და მართვა ქსელებში, ასევე, ეროვნული არქივის ოფიციალური ვებგვერდის განახლება;
ვ) ეროვნულ არქივთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული სიუჟეტებისა და პუბლიკაციების შეგროვება და ანალიზი;
ზ) ეროვნული არქივის საიმიჯო მასალების მომზადების კოორდინაცია.