ნოემბერი 548
en

სწავლება

 

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსის პროგრამა

 

კურსის მიზანი:

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების   მომზადება. საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა

 

კურსი განკუთვნილია:

მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმესთან  დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან  დაკავებული აქვს მენეჯერის პოზიცია ნებისმიერ სფეროში და როგორც ხელმძღვანელს, აინტერესებს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.

 

კურსის თემატიკა:  

  • მოთხოვნები დოკუმენტის ტექსტებისადმი, დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
  • დოკუმენტების რეკვიზიტების გაფორმება;
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა;
  • ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა;
  • დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები, ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხა, საუწყებო ნუსხა;
  • საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
  • დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა;
  • დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება;
  • დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება;
  • შესანახ საქმეებზე ანაწერების შედგენა
  • გასანადგურებლად გამოსაყოფ საქმეებზე აქტის შედგენა;
  • დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები და ფუნქციები
  • მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები;
  • არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება;
  • არქივის დოკუმენტების გამოყენება - სოციალურ სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება

 

საკანონმდებლო ბაზა:

  1. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულებასაქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“;
  2. იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №72 „დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“;
  3. იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის ბრძანება №174  „ დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ“;
  4. იუსტიციის მინისტრის 2010  წლის 22 ნოემბრის ბრძანება №362  „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შესანახვის ზღვრული ვადების დამტკიცების შესახებ“;
  5. საქართველოს კანონიეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“. 

 

 

კურსს წარუძღვებიან: საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლები

კურსის ხანგრძლივობა: 10 სთ.

კურსის ჩატარების თარიღი: 15-18 ოქტომბერი

კურსის ჩატარების დრო: 15:30-18:00 სთ.

კურსზე რეგისტრაცია: 9 ოქტომბრის ჩათვლით

 

კურსის საფასური თითოეულ მონაწილეზე: 150 ლარი (თითო მსმენელზე) (საფასური განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506- დადგენილებით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“)

 

კურსის სარეგისტრაციო ბმული:

 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScMK8m15Jq0uAWF7vtoG4ApEDig9SX4tjxShavA-WRyjbg4JA/viewform?usp=sf_link

 

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი  სერტიფიკატი.