ნოემბერი 548
en

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ამოცანები და ფუნქციებია:

 

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების და შეცვლის შემთხვევაში, თანამშრომელთა ინფორმირება, კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
  • მონაცემთა დაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი სრულყოფა;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონშესაბამისობის, საქართველოს კანონმდებლობის და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან წარმომადგენლობა და თანამშრომლობა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნით ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენა და შესაბამისი დავალებების და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • მონაცემთა სუბიექტის მომართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესების და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ეროვნული არქივის მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტის ამაღლების მიზნით თანამშრომელთათვის ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ინიციირება.
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - თამარი სამნიაშვილი
ელ-ფოსტის მისამართი: tsamniashvili@archives.gov.ge
მობილური: 591 888 302