ნოემბერი 548
en

„60-იანი წლების ქართული კინო“ – რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოდარბაზში

60-იანი წლების ქართული კინო“ – რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. პროგრამას 27 მაისს, 19:00 საათზე გახსნის თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მაგდანას ლურჯა. რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: ლანა ღოღობერიძის ფერისცვალება, ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას თეთრ ქარავანი“, ოთარ იოსელიანის გიორგობისთვე, გიორგი შენგელაიას ალავერდობა და ფიროსმანი“, ალექსანდრე რეხვიაშვილის მე-19 საუკუნის ქრონიკა, ნანა მჭედლიძის პირველი მერცხალი“, ელდარ შენგელაიას შერეკილები“, მერაბ კოკოჩაშვილის დიდ, მწვანე ველი“ და რეზო ესაძის ერთი ნახვით შეყვარება". რეტროსპექტივას დახურავს თენგიზ აბულაძის "მონანიება".

ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.