ნოემბერი 548
en

9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა

9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიც უერთდება და საზოგადოებას დღის განმავლობაში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორ ონლაინღონისძიებას სთავაზობს.

12:00 საათზე ვიდეოპრეზენტაციის საშუალებით სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი ეროვნული არქივის ბოლო პერიოდის გამოცემებს  წარადგენს. 17:00 საათზე კი საარქივო ფილმის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ონლაინჩვენება გაიმართება. დოკუმენტური ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ 1985 წელრეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო. ონლაინჩვენება1 საათსა და 6 წუთს გაგრძელდება.

 არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა (ICA). თარიღი უკავშირდება 1948 წლის 9 ივნისს, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო დააარსა. საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს.