ნოემბერი 548
en

აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ფოტოკოლექცია

 

აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ფოტოკოლექცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ცნობილი ქართველი ბოტანიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის (1897-1983) ფოტოკოლექცია, რომლის მიმოხილვა ეროვნული არქივის ფონდებისა და კოლექციების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება. 
ეროვნული არქივისათვის 1975 წელს თავად ნიკო კეცხოველის მიერ გადაცემულ ფოტოკოლექციაში დაცულია 1741 ფოტოპოზიტივი, რომელიც გაერთიანებულია 27 ალბომში და მოიცავს 1918-1974 წლების პერიოდს.
ფოტოები ცხადყოფს, რომ ნიკო კეცხოველი ფოტოგრაფიაშიც ისეთივე წარმატებით მოღვაწეობდა, როგორც მეცნიერებასა და მწერლობაში. მის მიერ გადაღებული ფოტოები, ძირითადად, ასახავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცენარეულ საფარს, ტყეებს, მდელოებს, მთებს, ფერდობებს, ნიადაგის ნიმუშებს. მეცნიერს ამ ფოტოებისაგან თავადვე შეუქმნია ალბომები, რომელიც დღემდე უცვლელი სახით არის შენახული. 
ბოტანიკოსისათვის საინტერესო ფოტოების გარდა, ნიკო კეცხოველი იღებდა  ისტორიული ძეგლებს, პეიზაჟებს, ქართულ ტიპაჟებს. 
ფოტოკოლექციაში მეცნიერის პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი ფოტოები: ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა საგურამოსა და ყვარელში, ანდრია რაზმაძის ბიუსტის გახსნა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, თბილისობა და სხვა. კოლექციაში ასევე გვხვდება აკადემიკოსების აკაკი შანიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გიორგი წერეთელის, ილია ვეკუას, ნიკო მუსხელიშვილისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოები.
ამავე კოლექციაში დაცულია  ქართული ჩუქურთმის ნიმუშების ალბომი, რომელიც ნიკო კეცხოველს 1962 წელს უსახსოვრა მისმა მოსწავლემ შალვა ისაკაძემ.
ფოტოები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.