ნოემბერი 548
en

ალექსანდრე მიქაბერიძის საჯარო ლექცია ეროვნულ არქივში

ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ ეროვნულ არქივში 2 ივნისს საჯარო ლექცია „ნაპოლეონის ომები გლობალურ კონტექსტში“ წაიკითხა.

ალექსანდრე მიქაბერიძე არის  მთელი რიგი ისტორიული საზოგადოებების წევრ-კორესპონდენტი, მათ შორის სამეფო ისტორიული საზოგადოების (დიდი ბრიტანეთ), სამხედრო ისტორიის საზოგადოება (აშშ), ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოება. მისი კვლევის ძირითადი საგანია რევოლუციური ეპოქა (1750-1850 წწ), გამოცემული აქვს ორ ათეულზე მეტი წიგნი, მათ შორის სამტომეული ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობაზე, რომელმაც საერთაშორისო ლიტერატურული პრემია მოიპოვა. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის თხოვნით, ამჟამად მუშაობს ნაპოლეონის ომების საერთაშორისო ისტორიაზე.