ნოემბერი 548
en

ამერიკელი სტუდენტები ეროვნულ არქივში

დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს ამერიკული საბჭობის "ისწავლე უცხოეთში" პროგრამის ეგიდით საქართველოში მყოფი 10 ამერიკელი სტუდენტი და ამერიკული საბჭოების საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ტიმოთი ბლაუველტი ეწვივნენ.

სტუმრები გაეცნენ ეროვნული არქივის მუშაობის სპეციფიკას, არქივში დაცულ უძველეს ისტორიულ დოკუმენტებს. მათ შორის ხელნაწერ საბუთებსა და წიგნებს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ მასალებსა და სხვა საინტერესო კოლექციებს;

სტუდენტებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია და ადგილზე ნახეს დოკუმენტების რესტავრაციის პროცესი, ასევე გაეცნენ დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტის მიმდინარეობას ეროვნულ არქივში.