ნოემბერი 548
en

ანონსი - საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნებაა. მასზე მსოფლიოს 15 ქვეყნის საარქივო და კინოინსტიტუციაში დაცული 38 დოკუმენტური, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები.

4-7 ოქტომბერს საფესტივალო დღეებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში, ბელგიის სამეფო კინოარქივში, გერმანიის ფედერალურ არქივში, გერმანიის კინოს ინსტიტუტში, ჰოლანდიის აი კინომუზეუმში, ჩეხეთის, პერუს, ჩრდილოეთ მაკედონიის კინოთეკებში, პორტუგალიისა და ტურინის კინოს მუზეუმებში, ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის კინოარქივებში, აშშ-ისა და მალტის ეროვნულ არქივებში დაცული ალფრედ მაჩინის, დუშან ვუკოტიჩის, იან ნემეკის, ლეიდა ლაიუსის, ალბრეხტ ვიქტორ ბლუმის, ელა ბერგმან მიშელის, ძმები მანაკების, რეინალდო ფერეირას, ჯიმი მურაკამის, რობერტ სიოდმაკისა და სხვათა რეჟისორობით 1909-1975 წლებში გადაღებული საარქივო ფილმები. 

ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გასულ წელს დააფუძნა. 2023 წლის 4-7 ოქტომბერს ფესტივალი მეორედ ჩატარდება და მისი წლევანდელი თემაკინოარქივების საგანძურია“.

ფესტივალი ჩატარდება ეროვნული არქივის კინოთეატრში. მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი #40.

 

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ