ნოემბერი 548
en

ანონსი

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მაისს ექსპოზიცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას ასახავს. დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა - დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები - ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა.

ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს პირველი რესპუბლიკის პერიოდის იარაღების მულაჟებს.

გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.