ნოემბერი 548
en

ანონსი - გამოფენა „საქართველოს დამფუძნებელი კრება - 100“

2019 წლის 12 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინება ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები:

  • საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს და დამტკიცებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე
  • 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ოქმი და სტენოგრაფიული ანგარიში
  • სხდომის ფოტოები

დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ. 

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კი 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. 

დამფუძნებელი კრების წევრთა შორის 5 ქალი იყო.