ნოემბერი 548
en

ანონსი - ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2-4 თებერვალს კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივას გამართავს. რეჟისორის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად 3 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ციფრულად რესტავრირებულ 5 მხატვრულ ფილმს:

2 თებერვალი, 19:00 „იყო შაშვი მგალობელი (1970);  3 თებერვალი, 16:00 - „პასტორალი (1975); 18:00 - „მთვარის ფავორიტები (1984); 4 თებერვალი, 16:00 – „გიორგობისთვე (1966); 18:00 – „და იქმნა ნათელი (1989).

აღსანიშნავია, რომ ოთარ იოსელიანმა 2021 წელს საქართველოს ეროვნული არქივს გადასცა 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი (DCP ფორმატი), რაც საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია  საფრანგეთში განხორციელდა.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია