ნოემბერი 548
en

არასრულწლოვანი პრობაციონერები სტუმრად ეროვნულ არქივში

11 დეკემბერს 9 არასრულწლოვანი პრობაციონერი “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვია.
მოზარდები გაეცნენ ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის ამსახველ წერილობით დოკუმენტებს, ასევე კინო და ფოტო არქივებიდან შერჩეულ მასალას. არქივის თანამშრომელმა მათ ლექცია წაუკითხა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI), გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით, ქ. რუსთავში 2008 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს არასრულწლოვან პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამას _ “არასრულწლოვან სამართალდამრღვევთათვის სარეაბილიტაციო პროექტების ამოქმედება საქართველოში”.
რეფორმა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარტნიორობით.
ეროვნულ არქივში გამართული ღონისძიება მოზარდების კულტურული ღირებულებებისა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.