ნოემბერი 548
en

არქივების საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ არქივში

არქივების საერთაშორისო დღე იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენით აღინიშნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში საზღვარგარეთის ქვეყნების შესახებ დაცული წერილობითი მასალები და ფოტოები.  ამ ქვეყნებს შორისაა: იტალია, პოლონეთი, თურქეთი, შვედეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ბელგია და სხვ.

ღონისძიების გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული არქივი, როგორც არქივების საერთაშორისო საბჭოს წევრი, ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს არქივების საერთაშორისო დღეს.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

გამოფენა 19 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.