ნოემბერი 548
en

ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეთა განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (40 წლამდე ასაკის, სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები) გამოცხადებულ სამეცნიერო კონფერენციაზე - ,,საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“ - განაცხადების მიღების ვადა  6 მარტს იწურება. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 24-25 მარტს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემის სათაური და ანოტაცია უნდა გამოგზავნონ  ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებაში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: kasatiani@archives.gov.genbadashvili@archives.gov.ge.

სამი საუკეთესო მოხსენების ავტორი დაჯილდოვდება ეროვნული არქივის მიერ საგანგებოდ დაწესებული პრემიით - 300 ლარით.

კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის  სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მულზე: http://archives.gov.ge/ge/Youth_Conference.