ნოემბერი 548
en

ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობა იწყება

25 სექტემბერს 11.00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

დოკუმენტს ხელს მოაწერენ: ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივის ხელმძღვანელი ადამირ ჯერკოვიჩი.

მემორანდუმი ითვალისწინებს საარქივო სფეროში პროფესიული გამოცდილების გაზიარებას; ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლას; სამეცნიერო და პროფესიული შეხვედრების ორგანიზებას; ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივის დელეგაცია, რომელსაც დირექტორი ადამირ ჯერკოვიჩი ხელმძღვანელობს, თბილისს 24 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნობიან ეროვნული არქივის მუშაობის სპეციფიკას, აქ დანერგილ სიახლეებს, არქივში დაცულ წერილობით და აუდიო-ვიზუალურ მასალას. ამასთან, სტუმრები დაათვალიერებენ თბილისის იუსტიციის სახლს, გაეცნობიან მის კონცეფციასა და დანერგილ ინოვაციებს.

ვიზიტი 27 სექტემბერს დასრულდება.