ნოემბერი 548
en

ჩეხეთის, ხორვატიისა და გერმანიის კინოარქივების წარმომადგენლები ეროვნული არქივის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

მატეი სტრნადს, ვეირან პავლინიკსა და ადელჰაიდ ჰეფტბერგერს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ არქივის მუშაობის სპეციფიკა და მიმდინარე პროექტები გააცნო. მათ შორის ისაუბრა ეროვნული არქივის კინოკატალოგზე, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

უცხოეთის კინოარქივების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კინოსაცავები, საპროექციო სივრცე, კინოსკანირებისა და რესტავრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა, მკვლევართა  დარბაზი და აუდიოსტუდია.

სტუმრები ეროვნულ არქივს თბილისის საარქივო ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვივნენ და საკუთარი საფესტივალო პროგრამები თავად წარადგინეს.