ნოემბერი 548
en

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს 26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი დოკუმენტები. 

ექსპოზიციაზე დამთვალერებელი ნახავს 1918-21 წლების მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრების, სხვადასხვა ღონისძიების ამსახველ ფოტოებს, ასევე, წერილობით დოკუმენტებს, რომელიც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკის დამტკიცებას შეეხება.

დღესვე ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წელს: შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესი და ორგანიზაცია“. მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში ქართული შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესზე, რა დისკუსიები მიმდინარეობდა პოლიტიკურ ძალებსა და სამხედრო ელიტის შიგნით ჯარის მოდელის შესახებ და საბოლოოდ რა ტიპის შეიარაღებული ძალა შეიქმნა. როგორი იყო რეგულარული ჯარისა და გვარდიის ორგანიზაცია, როგორ იმართებოდა და ივსებოდა ახალწვეულებით.

გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.