ნოემბერი 548
en

ძველი და თანამედროვე ქუთაისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილთან ერთად მუშაობს პროექტზე „ძველი და თანამედროვე ქუთაისი“, რომელიც ქალაქის ისტორიული ფოტოების დღევანდელი ანალოგების გადაღებას ითვალისწინებს. 
საუკუნისწინანდელი ქუთაისის ფოტოები დიმიტრი ერმაკოვს, გიორგი ნიკოლაძეს, ნიკოლოზ საღარაძეს და სხვა ფოტოგრაფებს ეკუთვნით. ძველი კადრების თანამედროვე ვარიანტებთან ერთად, გურამ წიბახაშვილი ქალაქის თანამედროვე არქიტექტურასაც აღბეჭდავს ფოტოზე. 
ახალი ფოტოები ეროვნული არქივის ფოტოსაცავს გაამდიდრებს. პროექტის ფარგლებში გამოფენა ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართება. 
ასეთივე პროექტი გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული არქივისა და გურამ წიბახაშვილის მონაწილეობით ბათუმში განხორციელდა და ბათუმის იუსტიციის სახლში გამოიფინა. მანამდე კი, 2009 წელს ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა თბილისში მიეძღვნა.