ნოემბერი 548
en

ექსპოზიცია „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია“ ონლაინსივრცეში

გამოფენა „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია“ დღეიდან ონლაინსივრცეში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე, გახდა ხელმისაწვდომი.

გამოფენა ასახავს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე, წარმოაჩენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას, ასევე ამ სახელმწიფოების სტრატეგიულ პარტნიორობას. ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები.

ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 2022 წლის 14 დეკემბრიდან 2023 წლის 5 თებერვლამდე მასპინძლობდა.

გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა. გამოფენის კურატორი - სოფიო ჯობავა.

ონლაინგამოფენის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2022-1/sakartvelo-da-sheertebuli-shtatebi-diplomatiuri-urtiertobis-istoria-1