ნოემბერი 548
en

„ელისო“, „სურამის ციხე“, „ბელა“, „ქაჯეთი“ და „ღრუბელთა თავშესაფარი“ – ეროვნული არქივის კინოთეატრში კინოჩვენებები გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 1920-30-იანი წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება.

წარმოგიდგენთ მიმდინარე კვირის პროგრამას: 9 დეკემბერი, 19:00 - „ელისო“ (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, 1928 წელი) 10 დეკემბერი, 17:00 - „სურამის ციხე“ ( რეჟისორი ივანე პერესტიანი, 1922 წელი) 10 დეკემბერი, 19:00 - „ბელა“ (რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი, 1927 წელი). 11 დეკემბერი, 18:00 - „ქაჯეთი“ (რეჟისორი კოტე მიქაბერიძე, 1936) 11 დეკემბერი, 19:00 – „ღრუბელთა თავშესაფარი“ (რეჟისორ ზაქარია ბერიშვილი, 1928)

კინოჩვენებები იმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).