ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. 

მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები და მათი პედაგოგები არქივის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ და ეროვნულ არქივში დაცულ მემკვიდრეობას ძველეს ხელნაწერებსა და საარქივო დოკუმენტებს – გაეცნენ. დაათვალიერეს კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივი, მოუსმინეს უნიკალურ ხმის ჩანაწერებს, ნახეს ფრაგმენტები საარქივო ფილმებიდან, დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში რესტავრატორების მუშაობას გაეცნენ. დაზიანებულ ქაღალდისსაფუძვლიანი დოკუმენტების აღდგენისა და ეტრატზე შესრულებული საბუთების კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია“.