ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივს ქართული კულტურის ისტორიის ამსახველი 100-ზე მეტი ფოტო შეემატა

ეროვნული არქივის მდიდარ ფოტოკოლექციას ქართული კულტურის ისტორიისათვის ღირებული 100-ზე მეტი ფოტო შეემატა.
ფოტოები, რომელიც ნეგატივების სახითაა წარმოდგენილი და მაღალი ხარისხისაა, ასახავს  მნიშვნელოვან ღონისძიებებს, საქართველოში მოღვაწე მწერლებისა და ლიტერატორების, მხატვრებისა და მუსიკოსების შემოქმედებას.
ფოტოებზე წარმოდგენილ პირებს შორის არიან: მიხეილ ჩიქოვანი, ირაკლი ოჩიაური, უჩა ჯაფარიძე, რევაზ ლაღიძე, გურამ ბათიაშვილი, გურამ ფანჯიკიძე,  გიგა ლორთქიფანიძე, რევაზ თაბუკაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, დავით რონდელი, რევაზ გაბრიაძე, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ  და თამაზ ჭილაძეები და სხვ.
ნეგატივებს შორის არის ლექსო თორაძის ადრეული, 1966 წლის სოლო კონცერტის ამსახველი მასალა, ასევე კადრები  მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან „ძველი ვოდევილები“ (ვასო გოძიაშვილის მონაწილეობით) და სხვ.
კოლექცია მოიცავს, ასევე, აკაკი ფაღავას სტუდიის და კოტე მესხის ჯგუფურ ფოტოსურათებს, ლეო ესაკიას ფილმის „ნინო“ გადასაღები მოედნის კადრებს.
ფოტოები მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.