ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ფონოსტუდიისა და ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ფონოსტუდია გაიხსნა, სადაც პროფესიონალურ დონეზე აუდიოჩანაწერების შექმნა გახდა შესაძლებელი. 
დღესვე ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებში ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში თანამედროვე მწერლები საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ და მათი ფონოჩანაწერები არქივში, ათწლეულების წინათ შექმნილ ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების აუდიოჩანაწერებთან ერთად შეინახება.  
ფონოარქივის სიმდიდრეს წარმოადგენს აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, პაოლო იაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძისა და სხვათა ფონოჩანაწერები, რომელშიც ისინი საკუთარ ნაწარმოებებს კითხულობენ. 
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, „ახალი პროექტის მიზანია, მომავალ თაობებს შემოუნახოს თანამედროვე ავტორების ჩანაწერები, რომლებიც წლებთან ერთად დიდ  მნიშვნელობას შეიძენს“.  
პროექტის პირველი მონაწილეა მწერალი დავით დეფი.