ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ფოტოების რესტავრაციის მორიგი ეტაპი დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მე-19 საუკუნის სამი ფოტოალბომის რესტავრაცია დაიწყო.
მათ შორის არის: გამოჩენილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ეთნოგრაფიული შინაარსის ფოტოალბომი; ისტორიკოს ბორის ესაძის ფოტოალბომი რუსეთ-კავკასიის ურთიერთობაზე მხატვრების: რუბოს, სამოკიშის, გორშელდის სურათების რეპროდუქციების მიხედვით; თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის ალბომი, სადაც წარმოდგენილია მასწავლებელთა ფოტოპორტრეტები.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომში შესულია ქართველის, ყაბარდოელის, ბუხარელის, ნოღაელის, დაღესტნელის და სხვა ეთნოგრაფიული ტიპები ეროვნულ ტანსაცმელში, ნაციონალური მუსიკალური საკრავებითა თუ ჭურჭლით.  
ფოტოებთან ერთად დაგეგმილია ალბომების ყდის რესტავრაციაც. ლაბორატორიაში წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ფოტოალბომის აღდგენა იგეგმება.