ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში იაპონელი მეცნიერის საჯარო ლექცია გაიმართა

იაპონელმა მეცნიერმა, ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიროტაკე მაედამ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 1 თებერვალს ქართულ ენაზე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული წყაროების მნიშვნელობა გვიანი შუასაუკუნეების ისტორიის კვლევაში“.
მეცნიერმა წარმოადგენა ქართული წყაროების კონკრეტული მაგალითები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ირანის სეფიანთა იმპერიის შესწავლისათვის. ჰიროტაკე მაედამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო თითქმის ერთადერთი რეგიონი იყო სეფიანთა გარემოცვაში, სადაც მშობლიური ენა შენარჩუნდა და საბუთები ორ ენაზე იქმნებოდა.
ლექციის ვიდეოჩანაწერი უახლოეს პერიოდში განთავსდება ეროვნული არქივის ვებგვერდსა და www.facebook.com-ის ოფიციალურ გვერდზე.