ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში კერძო კოლექციების შემომწირეველების მიღება გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნულ არქივში დღეს გაიმართა იმ მოქალაქეების მიღება, რომლებმაც ბოლო წლებში ეროვნულ არქივს საჩუქრად გადასცეს მათ საოჯახო არქივებში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე დოკუმენტები.

მოწვეულ სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ეროვნული საარქიუვო ფონდის გამდიდრებაში შეტანილი წვლილისათვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ეროვნული არქივისთვის ნაჩუქარი დოკუმენტები შინაარსის მიხედვით მრავალფეროვანია. ამ მასალებისგან, რიგ შემთხვევაში, შეიქმნა პირადი ფონდები, ნაწილი კი დაემატა იმ კოლექციებს, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდში უკვე არსებობდა.

დოკუმენტების მიღების შემდეგ ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებში მასალები საარქივო წესით დამუშავდა, შედგა აღწერები და ხელმისაწვდომი გახდა მკვლევართათვის.

დღევანდელ ღონისძიებაზე გაიმართა ეროვნული არქივის მიერ გამოცემული 2013 წლის კალენდრის პრეზენტაცია. მასში გამოყენებულია „საქინფორმის“ კოლექციაში დაცული ფოტოეტიუდები.