ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა სტაჟიორთა შესარჩევი მორიგი კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები სტაჟირების კურსს 2013 წლის ივლისიდან ეროვნული არქივის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაივლიან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2013 წლის 24 ივნისის ჩათვლით შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:  mgabunia@archives.gov.ge.
სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის შედეგების მიხედვით შეირჩევიან, 3-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირებას გაივლიან: ცენტრალურ აპარატში, სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში, საისტორიო, უახლესი ისტორიისა და თბილისის ცენტრალურ არქივებში, აღმოსავლეთ საქართველოს (ლილოს) არქივსა და ფოთის ადგილობრივ არქივში.
სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ეროვნული არქივის საიტზე: www.archives.gov.ge.