ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში სტაჟირების პროგრამა იწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 16 სექტემბრიდან სტაჟირების ახალი ეტაპი დაიწყება.
პროგრამაში მონაწილეობას ის 12 სტაჟიორი მიიღებს, რომელიც შესაბამისმა კომისიამ კონკურსის შედეგად შეარჩია. ისინი სტაჟირების პროგრამას უახლესი ისტორიისა და   საისტორიო ცენტრალურ არქივებში, სამეცნიერო - საცნობარო ბიბლიოთეკაში, შესყიდვების სამსახურში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში, ლილოსა და ფოთის არქივებში გაივლიან.  სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკულ მხარეს.
სტაჟირების პროექტის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცემათ.