ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში უნგრეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში უნგრეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
ეროვნული არქივისა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გამოფენა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა: 1. საქართველოში მოღვაწე უნგრელი დიპლომატების, ილდიკო და ანდრაშ ჰალასების ფოტოები: „საქართველო -  როგორ ვხედავდით მას 2008-2012 წლებში“; 2. საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი ფოტოები და დოკუმენტები, რომელიც დაცულია ეროვნულ არქივსა და უნგრეთის საინფორმაციო სააგენტოში (HTI). 
ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. საქართველოსა და უნგრეთს ურთიერთობებზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოში უნგრეთის ელჩმა შანდორ საბომ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ისაუბრეს. 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ერთი კვირით დარჩება.