იანვარი 548
en

ეროვნული არქივი 2025 წელს ახალი მასალით შეივსო

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებს 2025 წელს შეემატა 56 594 საარქივო საქმე, 116 კინოფირი, 2 954 ფოტოსურათი, 150 აუდიოჩანაწერი, პერიოდული გამოცემების 746 ნომერი, 15 წიგნი, 3 რუკა და სხვა დოკუმენტები.  

წერილობით დოკუმენტებს შორის არის როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, ისე კერძო არქივებიდან მიღებული მასალა, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას. ძველი საბუთების კოლექცია შეივსო მე-19 საუკუნის 18 ერთეული ნასყიდობის წიგნით. სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის რუკების ფონდს შეემატა ალექსანდრ გროსის ატლასი (ლონდონი, 1920 წელი),  ჰაინრიხ ბერგჰაუსისა და კარლ ფლემინგისკავკასიის რუკა“ (გლოგაუ, 1859 წელი), ტომასო სანტონისსოხუმის სანაპიროს რუკა“ (პიზა, 1861 წელი). 

კინოარქივ გამდიდრდა შემდეგი მხატვრული, დოკუმენტური ფილმებითა და კინოჩანაწერები: ლევან თუთბერიძისგასეირნება ყარაბაღში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“; ანდრო ჭიაურელის  „წარმართობა“, „ანარეკლი“, „სიკეთის ტელეფონი“, „1992“; მერაბ ჯაფარიძისუმაღლესი ჯილდო“, „ჩვენ ქურთები ვართ“; ლევან კიტიასტრასა“, „გზაჯვარედინი“. ასევე, სცენები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებიდან:ჯორდანო ბრუნო“, „სასამართლო ქრონიკა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „კოლხეთის ცისკარი“, „შუაღამემ გადაიარა“, კინომსახიობთა თეატრის დადგმაწუთისოფელი ასეადა სხვა

ამიერიდან არქივის ფონოკოლექციაში იქნება დაცული საოპერო მომღერლების: დავით გამრეკელის, მერი ნაკაშიძის, მედეა ამირანაშვილის მიერ შესრულებული არიები; ოპერაქეთო და კოტეს“ 1950 წლის ჩანაწერი; ოპერებიდაისი“, „აბესალომ და ეთერი“; ფონდქართული გალობისმიერ გამოცემული ფოლკლორული სიმღერები

არქივისათვის გადაცემულ ფოტოებს შორისაა ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი კადრები; მსახიობ კახი კავსაძის საოჯახო არქივში დაცული სურათები; ბათუმის საოპერო თეატრის სპექტაკლების, ბათუმის საერთაშორისო საოპერო მუსიკალური ფესტივალის ვიზუალური მასალა.